სოფელ ციხისჯვარში დასასვენებელი კომპლექსი მოეწყობა
დრო: 2019-10-04 11:02:59

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმატებით აგრძელებს პროექტს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომლის მიზანია ინვესტორებს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საქართველოს მასშტაბით შესთავაზოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ამჯერად, სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 51 000 ლარად ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისჯვარში მდებარე 16 481 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის  ნაკვეთი გაყიდა.

საპრივატიზებო პირობის მიხედვით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დაინტერესებულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 30 ნომრის მქონე დასასვენებელი კომპლექსის მოწყობა.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“  ფარგლებში უკვე გაყიდულია 26 ერთეული უძრავი ქონება, რომელთა ჯამური ღირებულება 62 405 001 მილიონი ლარს შეადგენს, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 100 მილიონ ლარზე მეტია.

აუქციონის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:  https://www.eauction.ge/Home/EntityView/621128

ანაკლიაში სასტუმროს ასაშენებლად უძრავი ქონება იყიდება
დრო: 2019-09-18 17:57:38

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე ზუგდიდის  მუნიციპალიტეტში,  სოფელ  ანაკლიაში მდებარე 4 946კვ.მ. უძრავი ქონება  გასაყიდად გამოიტანა.

საპრივატიზებო პირობის მიხედვით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დაინტერესებულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს 10 000 000 ლარის ინვესტიცია და სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა.

აუქციონის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

 

https://www.eauction.ge/Home/EntityView/624689

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მტკნარი და მინერალური წყლის მწარმოებელი საწარმო აშენდება
დრო: 2019-08-01 10:37:12

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა დიმში მტკნარი და მინერალური წყლის მწარმოებელი საწარმო აშენდება, რისთვისაც 2 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. ახალი საწარმო თანამედროვე სტანდარტების დანადგარებით იქნება აღჭურვილი და წელიწადში არანაკლებ 1 460 000 ლიტრი წყლის წარმოებას შეძლებს. საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად შპს „პრესტიჯლანდ ჯეორჯიას“ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ , ქონების ერთ ლარად გადაცემის კომპონენტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან სოფელ დიმში მდებარე 3014 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა. 
 საქართველოდან ექსპორტირებული მტკნარი და მინერალური წყლის მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება, შესაბამისად შპს“ პრესტიჯლანდ ჯეორჯია“ ნაწარმოები პროდუქციის გაყიდვას საექსპორტო ბაზრებზე ვარაუდობს და ამ მიმართულებით უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს უცხოელ პარტნიორებთან. 

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა
დრო: 2019-07-19 15:48:17

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი დუგლაძის ხელმძღვანელობით  სააგენტოს თანამშრომლები მორიგი სამუშაო ვიზიტით  გერმანიაში ქ.ბონში იმყოფებოდნენ. ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დიდი საწარმოების სტრუქტურა, მუშაობის სტილის გაცნობა და პრივატიზების პროცესში გამოცდილების გაზიარება.

სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს VIII დივიზიონის ხელმძღვანელმა  პეტრა ვონ ვიკმა. აღნიშნული ქვედანაყოფი პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვაზე გერმანიის რესპუბლიკაში. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში ეწვია სს „გერმანიის ფოსტა“-ს,  DHL-ის ინოვაციების ცენტრს, კავშირგაბმულობის ფედერალურ სააგენტოს, ასევე გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების კუთხით.

ხობში ცემენტის ნაკეთობათა საწარმო აშენდება
დრო: 2019-01-23 17:53:44

ხობში ცემენტის ნაკეთობათა საწარმო აშენდება, რომელიც ევრო სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით იქნება აღჭურვილი. საწარმოს ასაშენებლად და ფუნქციონირების დასაწყებად კომპანია 1 700 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და 30 ადამიანს დაასაქმებს. საწარმო წლიურად 350 000 მეტ ერთეულ ცემენტო–ბეტონისა და რკინა–ბეტონის პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფს, რომელიც ევრო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იქნება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „პრაიმ ბეტონს“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქალაქ ხობში მდებარე 16 686 კვ.მ. უძრავი ქონება გადასცა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 435 პროექტი რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 16 100-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

თბილისში ნაწრთობი მინის მწარმოებელი საწარმო გაიხსნება
დრო: 2019-01-09 15:15:34

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, თბილისში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მინის მწარმოებელი საწარმო გაიხსნება. საწარმოში 1 800 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 20 ადამიანი დასაქმდება.  საწარმოს საქმიანობის ძირითადი მიმართულება ნაწრთობი მინის წარმოებაა, რომელიც ფართოდ გამოიყენება მშენებლობაში, ავეჯის წარმოებაში, ინტერიერსა და ექსტერიერში, ასევე საფასადო სისტემებში. კომპანია ყოველწლიურად სულ მცირე 120 000 მ2  მინის წარმოებას უზრუნველყოფს, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვის იქნება გათვლილი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესის ხელშესაწყობისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების მიზნით შპს „გლას სერვისს“ ქალაქ თბილისში, იპოლიტ-ივანოვის ქუჩა #12-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 507 კვ.მ. უძრავი ქონება გადასცა.

შეგახსენებთ, რომ  სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში სულ მხარდაჭერილია 422 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ ლარზე მეტია.  აღნიშნული პროექტების ფარგლებში სულ 16,100- მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

 

რუსთავში მარილის საწარმო აშენდება
დრო: 2018-11-05 16:37:40

 „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, რუსთავში მარილის მწარმოებელი საწარმო აშენდება. საწარმო წელიწადში 2500 ტონა მარილს აწარმოებს, რომელიც მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებს საქართველოში იმპორტირებულ მარილს. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე ევროკავშირის ბაზარზე განხორციელდება. საწარმოს აღჭურვისა და ფუნქციონერებისათვის ინვესტორი 500 000 ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. უახლოეს მომავალში მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ნატურალური, ორგანული, ტრადიციული მეთოდით დამუშავებული მარილი ჰიმალაის მთებიდან, რომელიც ითვლება ერთ–ერთ უსუფთავეს მარილად მსოფლიოში და გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასით.

შპს „გლობალ ენტერპრაიზს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ქალაქ რუსთავში, რუსთავი - გარდაბნის გზატკეცილის და მარის არხის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 512 კვ.მ. უძრავი ქონება საინვესტიციო პირობებით გადასცა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის თებერვლის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 402 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 976 მლნ ლარზე მეტია. პროექტების განხორციელებით ჯამში  15,500- მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. 

თბილისში პლასტმასის მწარმოებელი საწარმო გაიხსნება
დრო: 2018-11-05 16:36:15

 „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ქალაქ თბილისში პლასტმასის მწარმოებელი საწარმო გაიხსნება. საწარმოს ძირითადი მიმართულება სარწყავი ლენტის წარმოებაა, რომელიც ერთ წლიან აგრო კულტურაზე მორგებულ წყლის წერტილოვანი მიწოდების სისტემას წარმოადგენს. პროდუქციის წლიური მოცულობა 200 ტონას შეადგენს. ინვესტორი საწარმოს აღჭურვისა და ფუნქციონერებისათვის 2 068 914 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და პირველ ეტაპზე 17 ადამიანს დაასაქმებს.

 სარწყავი ლენტი პოლიეთილენისგან იწარმოება და სოფლის მეურნეობაში აქტიურად გამოიყენება. აღნიშნული სარწყავი სისტემა გამოყენებული წყლის რაოდენობას 60%–ით ამცირებს, ხოლო მოსავლიანობას კი 30%–ით ზრდის.

შპს „ევროდრიპს“  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ქალაქ თბილისში, ენუქიძის ქუჩა #12-ის მიმდებარედ  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 5 435 კვ.მ. უძრავი ქონება საინვესტიციო ვალდებულებით გადასცა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის თებერვლის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 402 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 976 მლნ ლარზე მეტია. პროექტების განხორციელებით ჯამში  15 500- მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. 

ქობულეთში სოფელ ციხისძირში ახალი სასტუმრო-კომპლექსი მოეწყობა
დრო: 2018-10-05 15:06:43

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში წლების განმავლობაში ამორტიზირებული ინფრასტრუქტურის ნაცვლად, მალე ახალი სასტუმრო-კომპლექსი მოეწყობა. უძრავი ქონება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე მაღალი კონკურენციის პირობებში 220 ბიჯით 810 000 ლარად გაყიდა. 

აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი აღნიშნულ უძრავ ქონებაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასტუმრო - კომპლექსს მოაწყობს. საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს ციხისძირში ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.

პროექტის ფარგლებში უკვე გაყიდულია 21 ობიექტი, რომლის ჯამური ღირებულება დღეის მდგომარეობით 57 მილიონ ლარს აჭარბებს, ხოლო სასტუმრო–ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით განსახორციელებელი  ინვესტიციის მოცულობა – 120 მლნ ლარს.

სააგენტოს სერვისები უკვე MY.GOV.GE–ზეა ხელმისაწვდომი
დრო: 2018-09-19 00:09:00

ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (MY.GOV.GE) საშუალებით თქვენ უკვე შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად ისარგებლოთ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2 სერვისით:1. სახელმწიფო ქონების სერვიტუტით დატვირთვაზე თანხმობის გაცემა; 2. ღიობების ტერასების, აივნების ან/და სხვა სამუშაოების განხორციელებაზე თანხმობის გაცემა.

შეგახსემებთ, რომ პორტალი წარმოადგენს საჯარო და კერძო სექტორში არსებული ელექტრონული სერვისების ერთიან ვებ-პორტალს, სადაც მოქალაქეებს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ შეუძლიათ მიიღონ სხვადასხვა ციფრული სერვისები. სააგენტო მომავალშიც გავაგრძელებთ მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან აქტიურ თანამშრომლობას და მომხმარებელს პერიოდულად შევთავაზებთ დამატებით ელექტრონულ სერვისებს.

შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან
დრო: 2018-07-20 13:07:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობის პროექტის  ფარგლებში,  მასპინძლობს აზერბაიჯანის ქონების სახელმწიფო კავშირის დელეგაციას, მისი თავმჯდომარის ბ-ნ კარამ ჰასანოვის ხელმძღვანელობით. ქართულ მხარესთან შეხვედრას ასევე ესწრებიან  გერმანიის ფინანსთა სამინისტროს, საქართველოში გერმანიის საელჩოს და აზერბაიჯანის საელჩოების წარმომადგენლები.

სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარების საკითხებსა და სამომავლო თანამშრომლობის  შესაძლებლობებზე.

აღსანიშნავია, რომ  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობის პროექტი, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით,  უკვე მესამე წელია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში იმართება სემინარები და საინფორმაციო შეხვედრები სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების საკითხებზე როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში.

 

სოფელ ვაზისუბანში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება
დრო: 2018-07-20 10:07:00

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში შპს „ვაზისუბნის მამული“ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს, რისთვისაც სულ მცირე 2 500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს.

შპს „ვაზისუბნის მამული“  სოფელ ვაზისუბანში 32 ჰა. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფლობს, სადაც ვენახია გაშენებული. აღნიშნულ საწარმოში კომპანია საკუთარი ყურძნის გადამუშავებას უზრუნველყოფს, ამასთან, სოფელი  ვაზისუნბისა და მომიჯნავე სოფლების მოსახლეობასაც ექნება შესაძლებლობა მოახდინონ ყურძნის ჩაბარება.   

გაცნობებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 729 კვ.მ. მიწის ნაკვეთი პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 84 000 ლარად გაყიდა.