სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ შეიქმნა 2012 წლის 17 სექტემბერს. სააგენტო შედის საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში და ახორციელებს სახელმწიფო ქონების პრივატიზება/რეალიზებასთან, სარგებლობის უფლებით გადაცემასა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მართვასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს. ასევე, სააგენტო მართავს მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებულ საკითხებსა და ახორციელებს ელექტრონული აუქციონების ვებგვერდის www.eauction.ge-ის საშუალებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვას.

სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

1. სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა;

2. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა;

3. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილების განხორციელება;

4. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმების, რეგისტრაციის, დამზადების, შენახვის, გამოყენების და ექსპერტიზა-უტილიზაციის საკითხთა მართვა;

5. დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობა, მათ შორის, ელექტრონული აუქციონების ვებგვერდის www.eauction.ge-ს საშუალებით;

სააგენტოს ღირებულებები:

✓ მოქალაქეზე ორიენტირებულობა

✓ ბიზნესგარემოს განვითარების მხარდაჭერა

✓ თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვა

✓ გამჭვირვალობა

✓ სერვისების განვითარებასა და სრულყოფაზე ორიენტაცია

✓ ინოვაციურობა